ნიკა მელია - ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც შედეგს დადებს ნიკა მელია - ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც შედეგს დადებს />


  21:15:21     02-07-2021

ნიკა მელია - ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც შედეგს დადებს

ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც შედეგს დადებს. ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს ვადამდელ არჩევნებს მომავალი წლის გაზაფხულზე, რისი მეშვეობითაც შეიცვლება აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო ხელისუფლება და შეიცვლება სასამართლო ხელისუფლებაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა  ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, უახლოეს დღეებში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე მერობის კანდიდატებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ვინ იქნება, რომელ ქალაქში, რა კონფიგურაციით, ეს ძალიან მალე, მაქსიმუმ ერთ კვირაში გადაწყდება და ყველა პარტია მიიღებს თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ოპოზიცია იქნება ძალიან მართალ ბრძოლაში ქართველ ხალხთან ერთად. როგორც გლდანში ვიყავი დარწმუნებული, სადაც კენჭს ვიყრიდი, რომ გავიმარჯვებდი და გავიმარჯვე, ასე იქნება ახლაც. სასურველს რეალობად არ ვასაღებდი, მქონდა ემპირიული ინფორმაცია, გამოცდილება მიღებული, ვიცოდი, რომ თუკი ოპოზიცია იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება იქნებოდა გარდაუვალი და ასეც იყო. იგივე განცდა, იგივე ინფორმაცია, იგივე პრაქტიკული ცოდნა მაქვს და ვიცი, რა არის გასაკეთებელი. ეს იცის ოპოზიციის დიდმა ნაწილმა.

„ქართული ოცნება“ დამარცხდება. 43% არის მიუღწეველი „ქართული ოცნებისთვის“, თუ ოპოზიციამ არ დაიძინა, ოპოზიციამ უარი არ თქვა ბრძოლაზე, შეუძლებელია მიიღოს. მერწმუნეთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს ფარ-ხმალის დაყრას. პირიქით, გამარჯვებას აპირებს. მისი ჯანსაღი ნაწილი იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც დასრულდება სხვებთან ერთად, ქართველ მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებით“, - განაცხადა მელიამ.


ავტორი: პრესა.ჯი