გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება />


  12:38:25     14-04-2021

გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის,გიორგი გახარიას განცხადებით, არსებული პროცესები იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ გიორგი გახარია  გუნდის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეიძლება თუ არა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების რაოდენობა გაიზარდოს და რამდენად მოსალოდნელია, რომ დაიშალოს უმრავლესობა.

„რა თქმა უნდა, არსებული პროცესები ჩვენ გვაძლევს იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნას, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განმუხტავს ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს,“- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.


ავტორი: presa.ge