დღეს ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ დღეს ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ />


  11:26:17     09-03-2021

დღეს ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ევროპარლამენტში დებატები დღეს გაიმართება. სხდომაზე მოხსენებით გამოვა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ევროპარლამენტარები დღეს საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს გააკეთებენ. მათი თქმით, შესაძლებელია შესაბამისი რეზოლუციაც კი მიიღონ.

 "ევროპარლამენტარებისთვის და ზოგადად ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გადაიჭრას. ნამდვილად ველოდები სიმწვავეს, ეს სიმწვავე მიმართული იქნება იქითკენ, რომ ხელისუფლებამ შეიმეცნოს რამდენად მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა",   - ამბობს თინა ლობჟარია 

0

ავტორი: