დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა />


  11:39:38     08-02-2021

დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

დღევანდელი, 8 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 298 გახდა.

ნფიცირების 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 799 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 262 228 
  • გამოჯანმრთელებულია - 254 350 
  • გარდაცვლილია - 3 298 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6 593, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 3 887, PCR ტესტით - 2 706
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,09%, ბოლო 14 დღის - 3,84%, ბოლო 7 დღის - 3,69%
  • კარანტინის რეჟიმში - 446
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 229
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 295

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 78 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.

0

ავტორი: