12:18:42     05-02-2021
მეტროსადგური გოცირიძე მგზავრებს 3 თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგური გოცირიძე მგზავრებს დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება. მერიაში აცხადებენ, რომ მეტროსადგურზე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაგეგმილია მეტროს სრული რეკონსტრუქცია და გადახურვა, ამიტომ, მერიაში განმარტავენ, რომ სადგურზე მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 8 თებევრლიდან განაახლებს.
0