24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება />


  13:58:47     22-12-2020

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება, თუმცა მათთვის დამატებითი შეზღუდვები წესდება. ესენია:

"მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი დაცვით, ამისთვის, მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არა უმეტეს 1 მომხარებლისა.

მაღაზიების როგორც შიდა, ასევე, გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული ყველა ზომა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.

ფასდაკლებები და აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხმარებლების დიდი კონცენტრაცია.

ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები

ამასთან, მომხამრებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქტიიცს დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს პირველი თებერვლის შემდეგ."

 

0

ავტორი: