21:19:18     10-12-2020
სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტმა 32 ათას 450 ლარის წყალი იყიდა
ერთპარტიული პარლამენტის შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტის აპარატმა 32 ათას 450 ლარის წყალი იყიდა, ჯამში 104 ათას 500 ლიტრი.
კერძოდ, 2020 წლის 7 დეკემბერს, პარლამენტის აპარატმა ხელშეკრულება გააფორმა შპს “აქვა გეოსთან”.
ხელშეკრულების მიხედვით, “აქვა გეო”, ვალდებულებას იღებს რომ პარლამენტს, 32 ათას 450 ლარის სანაცვლოდ, წყალი, 5 ათას 500 ერთეული 19 ლიტრიანი ჭურჭლით მიაწოდოს.
ხელშეკრულებას ხელს აწერენ, პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე და “აქვა გეოს” გენერალური დირექტორი, გივი გოზალიშვილი.
რად უნდა პარლამენტს, სადაც დიდი ალბათობით, ქართული ოცნება მარტო იქნება, 104 ათას 500 ლიტრი წყალი, რომელიც ბიუჯეტს 32 ათას ლარზე მეტი უჯდება, უცნობია.
0