12:31:51     09-12-2020
დევიდ კრამერი - ელჩებმა უნდა აღიარონ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები პრობლემური იყო
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა საქართველოშო ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ პრობლემური იყო. ვიცი, რომ "ქართული ოცნების" და მთავრობის მხარე ცდილობს, არჩევნები მაქსიმალურად საუკეთესო შუქზე წარმოაჩინოს. მათ შეარჩიეს საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებების გარკვეული ნაწილები, რომლებშიც არჩევნები დადებითად აისახა. მაგრამ რა თქმა უნდა, ოპოზიციას სულ სხვა შეხედულება აქვს და ასევე, არიან სხვა დამკვირვებლები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, რომლებიც იზიარებენ კრიტიკას, რომ არჩევნები იდეალურისგან შორს იყო. ელჩებმა უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო. ვიცი, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა. არსებითად, ისინი ამბობენ: "მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?" ჩვენ არ უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ცუდი არჩევნები, თუ ეს ის შეფასებაა, რაც ხალხს აქვს. საბოლოო ჯამში, ეს კრიზისი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე მოთამაშემ“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.
0