15:46:44     13-11-2020
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესახებ: ვისაც არ მოეწონა, ცივი წყალი დალიოს
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხურთო მატჩზე დასწრების შესახებ, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე კომენტარს მედიასთან აკეთებს. კომეტარს პორტალი pia.ge ავრცელებს.
"მატჩს ვესწრებოდი, როგორც სტუმარი და როგორც „პირველი არხის“ თანამშრომელი“. არ ვარ სპორტულ ჟურნალისტიკაში, მაგრამ მიმიწვიეს, როგორც სტუმარი. მთავრობის წარმომედგენლები იქ არ მინახავს, არც მივსალმებივარ. საერთოდ არ დამინახავს ისინი. ცრუ ინფორმაცია გაქვთ თქვენ.
მოკლედ, სტუმარი ვიყავი და თან „პირველი არხიდან“. რომც არ ვყოფილიყავი, „პირველარხელი“ და ვყოფილიყავი სტუარი, რა არის რო? მე, გამომიგზავნეს საშვი, ტელევიზების მუშაკებს აძლევნ საშვებს. რა არ მოეწონა? ვის არ მოეწონა? ცივი წყალი დალიოს, რა ვქნა ახლა“, - განაცხადა ზურაბ ყიფშიძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც კალაძის, კობიაშვილისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების გარდა, მატჩს ესწრებოდა მსახიობი ზურაბ ყიფშიძე.
0