შსს-მ კახეთში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი შსს-მ კახეთში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი />


  10:58:20     06-11-2020

შსს-მ კახეთში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 6 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0

ავტორი: