დახურული თათბირი ივანიშვილთან - ოლიგარქი წაგებისთვის ემზადება დახურული თათბირი ივანიშვილთან - ოლიგარქი წაგებისთვის ემზადება />


  17:49:21     30-10-2020

დახურული თათბირი ივანიშვილთან - ოლიგარქი წაგებისთვის ემზადება

წინასაარჩევნო პროცესი საქართველოში დასასრულს უახლოვდება. 

წინასწარი მონაცემები უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სახელისუფლო პოლიტიკური ძალა რეიტინგის მნიშვნელოვან დაცემას განიცდის. ამის შესახებ "ქართული ოცნების" მმართველებმა, უკვე დიდი ხანია იციან. 

როგორც "პრესა.ჯის" ქართული ოცნების პარტიული ოფისიდან წყარო უყვება, მმართველი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერები და პარტაქტივი, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილთან თათბირზე შეიკრიბა, სწორედ არჩევნების წაგების შემდგომ გეგმას განიხილავდნენ. 

“ქართულ ოცნებას" უკვე იმდენად აღარ ეპარება ეჭვი ამ წაგებაში, რომ დღის წესრიგში სხვა საკითხი არც ყოფილა. 

ოლიგარქი და მისი პარტაქტივი ამ ეტაპზე გეგმას სახავენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში დამარცხების შემდეგ.

ის რომ პარტია ქართულ ოცნებაში წაგებას ელოდებიან, ამაზე უკვე ოცნების მაჟორიტარების შტაბებშიც საუბრობენ. 

მაგალითად: ქართული ოცნების ფოთის, გურიის და კასპის მაჟორიტარების შტაბებმა პარტია საერთოდ დააიგნორეს და მუშაობას დამოუკიდებლად აგრძელებენ. 

ხელისუფლების მძიმე მდგომარეობა უკვე კარგად ჩანს ლიდერების საჯარო გამოსვლებშიც, სადაც ისინი სასოწარკვეთას ვეღარ მალავენ და მუდმივად დაუდაბუთებელ ბრალდებებს აჟღერებენ. 

 

კულუარებში კი, ოცნების ლიდერებმა არჩევნების წაგების შემდეგი ნაბიჯების განხილვა და საკუთარი თავის გადარჩენაზე მსჯელობა აქტიურად დაიწყეს.

0

ავტორი: