12:41:05     29-10-2020
საქართველოში COVID-19-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 35567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16904 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 273.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2346, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4209.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0