11:01:49     12-10-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 12272-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 12272 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 6538 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 91.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1393, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0