დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი 65 და 70 წლის მამაკაცი, 1 კი - 57 წლის ქალია დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი 65 და 70 წლის მამაკაცი, 1 კი - 57 წლის ქალია />


  11:36:22     28-09-2020

დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი 65 და 70 წლის მამაკაცი, 1 კი - 57 წლის ქალია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია.ორი გარდაცვლილი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა.

"გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა," - აცხადებს მარინა ენდელაძე.

0

ავტორი: