11:32:53     24-09-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 4399-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 4399 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1705 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 25.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0