საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა />


  14:46:22     23-09-2020

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

a102119.jpg

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი აჭარიდანაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ქ. ბათუმის კლინიკა "მედ ემერჯენსში" (ამჟამინდელი ცხელების ცენტრი) შეყვანილი იქნა 22 სექტემბერს 0:52 საათზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. 

პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ19", აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

0

ავტორი: