12:48:36     22-09-2020
"პროკურატურა მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის"
ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევა მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ის საქმეს ჩამოაშორონ, - განაცხადათამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.
მისი თქმით, პროკურატურა, მისი შვილის მკვლელების ნაცვლად, ადვოკატებს ებრძვის.
"ამ კაცმა თავიდანვე განაცხადა, გამომიგზავნეს, მაგრამ ამის ავთენტურობაზე პასუხისმგებელი არ ვარო. მიზანმიმართულად ჩამოშორება უნდათ ამ საქმიდან რამიშვილის. იმდენად უსუსურია პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მინდა მივმართო შოთაძეს ამის თაობაზე: ტელეფონში ისეთს ვერაფერს ნახავთ ჩემი შვილის გატანჯული სურათების გარდა და ფრთხილად იყავით, კოსმოსში როგორ ენერგეტიკასაც გაუშვებთ, ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და 9 თაობაზე არ დაგიბრუნდეთ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გუშინ, 21 სექტემბერს, პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს.
0