საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში გამოვლინდა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში გამოვლინდა />


  12:36:42     22-09-2020

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში გამოვლინდა

a102097.jpg

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 47, ხოლო იმერეთში – 26. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"ლიდერობს აჭარა, სადაც არის კოვიდინფიცირების 137 ახალი შემთხვევა. თბილისში არის 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, იმერეთში – 26, გურიაში – ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და 1574 შეადგინა.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი. 

0

ავტორი: