11:00:34     22-09-2020
საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 1 574-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, დღეს ქვეყანაში კიდევ ორი პაციენტი გარადიცვალა. სულ გარდაიცვალა 2 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
0