ლაგოდეხში კორონავირუსი სკოლის მოსწავლეს დაუდგინდა ლაგოდეხში კორონავირუსი სკოლის მოსწავლეს დაუდგინდა />


  14:47:56     17-09-2020

ლაგოდეხში კორონავირუსი სკოლის მოსწავლეს დაუდგინდა

a102028.jpg

ლაგოდეხში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეს, კორონავირუსი დაუდგინდა. მოსწავლის ინფიცირების წყარო, ე.წ. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

"მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა დაბადების დღის აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მისი რამდენიმე კლასელიც იყო. კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტია მოძიებული“, - აცხადებს ნუნუ ნოზაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული.

0

ავტორი: