16:15:46     16-09-2020
ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მსახიობი გიორგი გურგულია: ცოლს ვაგინე, ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი წავართვი და ამაზე დამიჭირეს... ცოლისთვის ვეღარ შეგიგინებია კაცს სოროსის შიშით
მსახიობ გიორგი გურგულიას სასამართლომ ყოფილ ცოლზე, ლარისა გიგაურზე ძალადობის ბრალდება წაუყენა.
მსახიობი ირწმუნება, რომ მას ცოლი არ უცემია და მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გურგულიას თქმით, მას და მის ყოფილ ცოლს კონფლიქტი იმის გამო მოუვიდათ, რომ ცოლს მისი ნაჩუქარი ტელეფონი წაართვა. "ბავშვის სანახავად მივედი, ბავშვი არ იძინებდა, ცოლმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მე ტელეფონი წავართვი," - აცხადებს მსახიობი.
გურგულია მედიასთან ამბობს, რომ საქართველოში კაცების უფლებები ილახება და ამაში დამნაშავე სოროსია. "გადავსებულია ციხეები კაცებით, ვინც ცოლს ან სიდედრს შეაგინა," - ამბობს მსახიობი და გული სწყდება რომ ჩვენს დროში ქართველ კაცს ცოლისთვის თავისუფლად ვეღარ შეუგინებია.
კითხვაზე კი, თუ რატომ უჩივლა ცოლმა, ირწმუნება რომ "ქალისას ვერაფერს გაიგებ." გურგულიას თქმით, მისი ცოლი დაქალმა გააქეზა, რომელიც "ნაციონალია."
მსახიობი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, ის პატიმრობიდან 4000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
0