11:59:48     15-09-2020
"ეს არაკაცი ირაკლი შურღაიაა, ეს ლამაზი გოგონა თამთაა, მისი ცოლი, რომელიც ამ ნაგავმა თურქეთში, 17 სასიკვდილო ჭრილობით დაჩეხა, მოკლა და ადგილიდან მიიმალა! ძალიან გთხოვთ დაიმახსოვრეთ და ქუჩაში, ტრანსპორტში ყველგან ეძებეთ"
ინტერნეტმომხმარებელი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს:
"ეს არაკაცი ირაკლი შურღაიაა, ეს ლამაზი გოგონა თამთაა მისი ცოლი, რომელიც ამ ნაგავმა თურქეთში, 17 სასიკვდილო ჭრილობით დაჩეხა, მოკლა და ადგილიდან მიიმალა!
ვარაუდობენ რომ საქართველოშია ყალბი პასპორტით შემოპარული, გოგონას გარდაცვალების შესახებ მხოლოდ სამი დღის მერე გაიგეს, ამიტომ სამი დღე სრულიად საკმარისია საზღვრის გადმოსაკვეთად. თუმცა არც იმ ვერსიას გამოვრიცხავთ რომ ისევ თურქეთში ან სხვა ქვეყანაშია!
მოგიწოდებთ ყველას, მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ხართ თუ არა, გააზიარეთ ეს პოსტი და სთხოვეთ ყველას, თუ სადმე ვინმე შენიშნავს პოლიციას შეატყობინოს, ნუ შეგეშინდებათ, ასეთი არაკაცები მხოლოდ სუსტებს ერევიან ამიტომ ძალიან გთხოვთ დაიმახსოვრეთ და ყველგან ქუჩაში, ტრანსპორტში ყველგან ეძებეთ.
ამ არაკაცმა შვილებს დედა მოუკლა, დედა რომელიც შვილების კეთილდღეობისთვის უცხო ქვეყანაში იყო გახიზნული. ამ არაკაცს არ უნდა შერჩეს და უნდა დაისაჯოს სასტიკად!
ჩვენ ვერ დავიცავით თამთა მაგრამ შეიძლება მის სულს სიმშვიდე მოვუტანოთ და ეს ნაგავი დაისაჯოს!" - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი.
0