ბათუმში ორსულ ქალს, რომელსაც საკონდიტრო "დონასთან" ჰქონდა კავშირი, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში ორსულ ქალს, რომელსაც საკონდიტრო "დონასთან" ჰქონდა კავშირი, კორონავირუსი დაუდასტურდა /> "/> " />


  13:42:08     08-09-2020

ბათუმში ორსულ ქალს, რომელსაც საკონდიტრო "დონასთან" ჰქონდა კავშირი, კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გუშინ 7 სექტემბერს, საკეისრო კვეთა გაუკეთეს ორსულ ქალს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

როგორც რუსუდან შავიშვილი ამბობს, დედაც და ბავშვიც ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ. დაიტესტა თუ არა ახალშობილი კორონავურისზე, შავიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან საკეისრო კვეთა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, ინფიცირებულ ორსულს საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ ჰქონდა კავშირი.

დღეს, 8 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, აჭარა წითელ ზონად გამოცხადდა.

0

ავტორი: