ბათუმში ყვითელი ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში ყვითელი ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა />


  18:07:41     02-09-2020

ბათუმში ყვითელი ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ მძღოლს დაუდასტურდა - მე-7 სამარშრუტო ხაზზე. ავტობუსი მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით.

მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამ სამარშრუტო ხაზით სარგებლობდნენ, უნდა ჩაიტარონ ტესტირება.

ნინო ნიჟარაძის თქმით, კოვიდ19-ის შემთხვევები შესაძლოა გაიზარდოს.

დღეს, 2 სექტემბერს, დილით, ბათუმში კორონავირუსი 26 ადამიანს დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანი საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისშიც“. სასტუმროში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

ბათუმში, ბულვარში განთავსებულ 3 კარავსა და 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი უფასო ტესტირების ჩატარება.

0

ავტორი: