"მოხდა მიკრო ეპიდაფეთქება - დაინფიცირებულები არიან საკონდიტროს თანამშრომლები... ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია "დონას" გარეთ" "მოხდა მიკრო ეპიდაფეთქება - დაინფიცირებულები არიან საკონდიტროს თანამშრომლები... ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია "დონას" გარეთ" /> "/> " />


  14:59:30     02-09-2020

"მოხდა მიკრო ეპიდაფეთქება - დაინფიცირებულები არიან საკონდიტროს თანამშრომლები... ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია "დონას" გარეთ"

რადგან ჩვენ გაცილებით უკეთ გამოვიყურებით რეგიონში, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ამაზე მიუთითებს დღევანდელი შემთხვევების რაოდენობაც“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"დღევანდელი 38 შემთხვევიდან 22 არის ე.წ „დონას კლასტერიდან“, სადაც მოხდა მიკრო ეპიდაფეთქება, დაინფიცირებული არიან ძირითადად თანამშრომლები. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ. გუშინ საღამოს გამოცხადდა, რომ ვინც ბოლო დღეებში იყო ამ კაფეში, მისულიყვნენ კარვებში და ჩაეტარებინათ ტესტირება, 600-მდე ტესტია აღებული და მათი პასუხები გვექნება დღეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

0

ავტორი: