საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა />


  10:10:59     26-08-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1436-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1436 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1150 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -249.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.

0

ავტორი: