11 წლის ბიჭმა თვითმკვლელობამდე დახმარება ნათესავებს სთხოვა - თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი 11 წლის ბიჭმა თვითმკვლელობამდე დახმარება ნათესავებს სთხოვა - თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი />


  15:24:22     24-08-2020

11 წლის ბიჭმა თვითმკვლელობამდე დახმარება ნათესავებს სთხოვა - თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11წლის ბიჭს გლოვობენ. მოზარდი გარდაცვლილი გუშინ საკუთარი სახლის ეზოში ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის მანძილზე მამას ერთ-ერთ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მშობელი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.

თვითმკვლელობამდე 11 წლის ბიჭმა დახმარება ნათესავებს სთხოვა, რომელთაც დაურეკა და უთხრა, რომ მას მამა სცემდა.

დანაშაულის დეტალებს სოფელში ჰყვებიან, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს.

მეზობლები ადასტურებენ, რომ ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა. მათი თქმით, მამაკაცი მხოლოდ 11 წლის ბიჭზე არ ძალადობდა. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭს მამა სახლიდან არ უშვებდა, რადგან მოზარდს მეზობლებისთვის არ გაემხილა რა პირობებში უწევდა ცხოვრება.

იმ სკოლის დირექტორი თქმით, სადაც გარდაცვლილ მოზარდი სწავლობდა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი საკმაოდ ლაღი და თავისუფალი ბავშვი იყო, სკოლაში არასოდეს უსაუბრია მისი პრობლემების შესახებ.

 

წყარო: რუსთავი 2

0

ავტორი: