ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის საგანგებო სამიტი, სადაც ბელარუსის შესახებ იმსჯელებენ ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის საგანგებო სამიტი, სადაც ბელარუსის შესახებ იმსჯელებენ />


  16:00:17     19-08-2020

ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის საგანგებო სამიტი, სადაც ბელარუსის შესახებ იმსჯელებენ

ოთხშაბათს, 19 აგვისტოს, ბრიუსელში დაიწყო საგანგებო სამიტი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, სადაც ბელარუსში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ.

სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატით იმართება. 

"ბელორუსის ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი და თავისუფლად აირჩიონ თავიანთი ლიდერი. მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია", - წერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი თავის Twitter-ზე.

0

ავტორი: