ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ />


  14:56:03     04-08-2020

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო, ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადახტა.

გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც სატელეფონო საუბრებისას ძალით სთხოვდა შეხვედრას. ახალგაზრდა ქალის ბიძაშვილის თქმით, იგი ხიდიდან გადავარდნის მომენტში სწორედ ამ ადამიანს ესაუბრებოდა.   

მდინარეში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.

მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0

ავტორი: