18:16:06     17-07-2020
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან ხსნის.
ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.
0