16:38:04     17-07-2020
"ასეთი შედეგი, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებზე ექნება, დიდი ხანია, არ უჩვენებია"
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ "გაერთიანებული ოპოზიცია" არ იშლება და ამ ინფორმაციას ჭორებს უწოდებს.
მისი თქმით, შედეგი, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებზე ექნება, დიდი ხანია, არ უჩვენებია.
"ვიცი ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში; ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან "კვლევების" მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვს არჩევნებზე.
პირველი - მე არსად არ მივდივარ, მეორე - გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე - ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია, არ უჩვენებია", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
0