12:08:33     17-07-2020
6 წლის ამერიკელმა ბიჭუნამ ძაღლის თავდასხმისგან და გადაარჩინა
CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უაიომინგის შტატში, ექვსი წლის ბიჭმა, ბრიჯერ უოკერმა ძაღლის თავდასხმისგან თავისი და გადაარჩინა.
ფოტოზე, რომელიც ინსტაგრამზე ბავშვების დეიდამ გაავრცელა, ბიჭს სახელად ბრიჯერს, სახეზე დაზიანებები აღენიშნება. როგორც ფოტოს სათაურიდან ირკვევა, ბრიჯერი ძაღლსა და თავის პატარა დას შორის ჩახტა და გადაწყვიტა, ძაღლს თავად შეტაკებოდა.
"თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი," - თქვა მოგვიანებით ბრიჯერმა.
ბიჭს სახეზე 90 ნაკერზე მეტი დაადეს.
0