14:28:34     08-07-2020
ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან მაღაზიებში გაიპარა
ახალ ზელანდიაში კარანტინში მყოფი კოვიდინფიცირებული სასტუმროდან გაიპარა და მაღაზიებში ნივთების საყიდლად წავიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა ქუჩაში 70 წუთი გაატარა და ერთ-ერთი მაღაზიის წინ სელფიც გადაიღო. მამაკაცი ახალ ზელანდიაში ინდოეთიდან ჩავიდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ინფიცირებულს საკარანტინო წესების დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.
0