ქართული ოცნების  დეპუტატ ოთარ დანელიას სასახლე ბაგებში - აუზით, მოპირკეთებული ქვითა და კომპოზიტური პანელით ქართული ოცნების დეპუტატ ოთარ დანელიას სასახლე ბაგებში - აუზით, მოპირკეთებული ქვითა და კომპოზიტური პანელით />


  15:42:14     01-07-2020

ქართული ოცნების დეპუტატ ოთარ დანელიას სასახლე ბაგებში - აუზით, მოპირკეთებული ქვითა და კომპოზიტური პანელით

ეს არის ქართული ოცნების დეპუტატის, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ოთარ დანელიას სასახლე პირდაპირ ბაგების ერთერთ ყველაზე გამწვანებულ ზოლში - სატყეო უბანში. 

„მიწის ნაკვეთი ხასიათდება სწორი და ციცაბო რელიეფით. სახლი შედგება 2 მიწისზედა და ერთი მიწისქვეშა სართულისგან. აქვს ბრტყელი გადახურვა. შენობის მზიდი ელემენტები არის რკინა/ბეტონის კოლონები და კედლები. შემავსებლად გამოიყენება 20 სმ სიგანის პერლიტის ბლოკი. გარედან დაფარულია თბოიზოლაციით. მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით და კომპოზიტ-პანელებით.

მიწისქვეშა სართული სამხრეთის მხარეს არის გახსნილი, ქანობიდან გამომდინარე. 

ცალკე მდებარეობს ღია აუზი, რომლის ქვეშ განთავსებულია ტექნიკური ფართები“ - ეს არის ამონარიდი ოფიციალური დოკუმენტიდან, რომლითაც ოთარ დანელიას ნდობით აღჭურვილი პირი, ვლადიმერ აბრამიშვილი თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიმართავს.

ქართული ოცნების დეპუტატის ამ სასახლის შესახებ ჩვენ სწორედ თბილისის მერიიდან შევიტყვეთ. თბილისის მერიის ერთერთმა მაღალჩინოსანმა კონფიდენციალობის დაცვით მოგვაწოდა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის სასახლის თაობაზე.

[I=2]დანელია ასევე ფლობს 1492 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბაგების სატყეო უბანში. სწორედ ამ ნაკვეთზეა აშენებული თანამედროვე სტილის უძვირესი სასახლე, რომელიც კვალიფიციურ ექსპერტთა შეფასებით, მისი მასშტაბისა და გამოყენებული მასალის გათვალიწინებით, საშუალოდ 500 ათასი დოლარი ანუ დღევანდელი კურსით, მილიონ ნახევარი ლარი დაჯდებოდა.

სასახლის პროექტის მიხედვით, მისი მშენებლობისას, ბუნებრივი ქვისა და კომპოზიტური პანელის გარდა, გამოიყენება ალუმინის ვიტრაჟები, თბოიზოლაციისათვის განკუთვნილი მასალები და ძვირადღირებული ხე.

აი, ასეთ სასახლეებს იშენებენ ქართული ოცნების დეპუტატები მშიერი ბავშვებითა და სიღარიბით სავსე ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ადამიანთა დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, ეკონომიკა ჩამოშლილია და კორუფცია ჰყვავის, ქართული ოცნების დეპუტატები ფუფუნებაში ცხოვრობენ.

0

ავტორი: