ანტირეკორდი ბრაზილიაში - 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა ანტირეკორდი ბრაზილიაში - 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა />


  12:04:07     24-06-2020

ანტირეკორდი ბრაზილიაში - 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 39 436 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 145 906-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 374 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 52 645-ს მიაღწია.

კოვიდინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობის მიხედვით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

0

ავტორი: