ბოლნისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა ბოლნისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა />


  17:39:31     18-06-2020

ბოლნისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ ქვეშში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0

ავტორი: