11:14:30     10-06-2020
ათენში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ათენში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბინის გაქურდვას ორი პირი ცდილობდა, როდესაც სახლის მეპატრონეები სამდღიანი მოგზაურობიდან დაბრუნდნენ და საეჭვო მოძრაობა შენიშნეს, რის შემდეგაც შესასვლელი კარი ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს.
ბრალდებულები გაქცევის მიზნით აივნიდან გადახტნენ, თუმცა ერთ-ერთის შეჩერება მეზობელმა შეძლო, რომელიც იმ დროს ძაღლს ასეირნებდა. დაკავებული მოგვიანებით სამართალდამცველებს გადაეცათ. ბრალდებულს თან მოპარული ოქროულობა და ფული ჰქონდა. მეორე პირზე, რომელმაც გაქცევა შეძლო, ძებნაა გამოცხადებული.
0