კატასტროფული მდგომარეობა სომხეთში - ბოლო 24 საათში, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა კატასტროფული მდგომარეობა სომხეთში - ბოლო 24 საათში, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა />


  12:12:05     04-06-2020

კატასტროფული მდგომარეობა სომხეთში - ბოლო 24 საათში, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა

4 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ეს ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების მორიგი „ანტირეკორდია“. ბოლო მონაცემებით, ჯამში 11,221 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისის დილას ფეისბუკის ლაივში განაცხადა, რომ „სიტუაცია უარესდება“ და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ დროულად ჰოსპიტალიზაციას ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.

ფაშინიანის თქმით, მთავრობის დაშვებით, „დღეს დაახლოებით 20000 ინფიცირებული ადამიანია ქვეყანაში, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, ეს არც მათ გარშემო მყოფებმა იციან და ეს ადამიანები ხდებიან ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებისგან თავის ასარიდებლად, „ახლანდელი სიტუაცია საჭიროებს, რომ ყოველი მოქალაქე სხვებს მოეპყრას ისე, როგორც ინფექციის პოტენციურ მატარებელს“.

პრემიერის განცხადებით, დღეიდან ნიღბის ტარება სავალდებულოა ყველგან, გარდა სახლისა. მისი თქმით, „საჭიროა, სომხეში დაიწყოს ანტი-ეპიდემიური მოძრაობა“, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები თვალყურს ადევნებენ ერთმანეთს, რათა ანტი-ეპიდემიური წესები დაიცვან; გამოაქვეყნონ დარღვევის ფაქტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ფეისბუკზე და ა.შ.. „რაც შედეგებამდე მიგვიყვანს, ეს არის ჩვენი ინდივიდუალური მოქმედებები“, – განაცხადა მან.

ეპიდემიის ხელახალი და მზარდი გავრცელების ფონზე ფაშინიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ Covid-19 დაუდასტურდა, მოქალაქეებს კვლავ მკაცრად მოუწოდებს სოციალური დისტანცირების ნორმისა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა წესების დაცვისაკენ.

0

ავტორი: