აშშ-ის ქალაქ ლუისვილში ორმხრივი სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ქალაქ ლუისვილში ორმხრივი სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა />


  17:55:19     01-06-2020

აშშ-ის ქალაქ ლუისვილში ორმხრივი სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, კენტუკის შტატში ორმხრივი სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC ავრცელებს ინფორმაციას, ინციდენტი ქალაქ ლუისვილში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეროვნულმა გვარდიამ და დემონსტრანტებმა ერთმანეთის მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია და ეროვნული გვარდია დემონსტრანტების დაშლას ცდილობდა.

დაღუპულის ვინაობა და სხვა დეტალები პოლიციას არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე მეექვსე დღეა, არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები რასიზმს და პოლიციის მხრიდან ძალადობას ეწინააღმდეგებიან. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

0

ავტორი: