12:09:06     23-05-2020
ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსი 374 ადამიანს დაუდგინდა - ქვეყანაში, უიმედო ავადმყოფებს, შესაძლოა, აღარ უმკურნალონ
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 374 კაცს დაუდგინდა, რაც 52-ით მეტია, ვიდრე გუშინ. სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 6302 კაცს დაუდგინდა ინფიცირება. კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 2 129 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე. განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა. სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 77 კაცი.
სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 32 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ. ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,22%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 26,0-ს.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ აღარ მოხდება იმ პირთა იზოლირება სავადმყოფოებსა და სასტუმროებში, რომელთაც ტესტით დაუდგინდათ კორონავირუსი, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან დაავადება მსუბუქადაა გამოხატული. ამის მიზეზად მან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მაღალი ტემპი და საავადმყოფოებში არსებული საწოლების და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების აუცილებლობა დაასახელა.
სომხეთმა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს შემოიღო ერთი თვით, შემდეგ გააგრძელა იგი ორჯერ, ასევე თითო-თითო თვით გააგრძელა. ამასთან ერთად მან 4 მაისიდან მოხსნა შეზღუდვები ზოგიერთი სახის ეკონომიკურ საწქმიანობაზე, ხოლო 18 მაისიდან დაუშვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სპოტული დარბაზების, საბავშვო ბაღების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირება.
“შეიძლება ჩვენ გადავიდეთ გაღრმავებულ სორტირებაზე, მაგალითად, როგორც სამხედრო მდგომარეობის დროს, როდესაც სამკურნალოდ მიიღებიან ის პაციენტები, რომელთაც აქვთ შანსი, რომ გადარჩნენ და პირიქით. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს დღებში ჩვენ ამაზე გადავიდეთ, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს ეს რომ არ მოხდეს”, - დაწერა გუშინ საკუთარ ფეისბუქზე სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.
პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით კი, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
0