ივანიშვილის ახირების გამო, ბიუჯეტი 1,880,000 ლარს იხდის - რა ხდება აბასთუმანში, სადაც ოლიგარქი სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრდება ივანიშვილის ახირების გამო, ბიუჯეტი 1,880,000 ლარს იხდის - რა ხდება აბასთუმანში, სადაც ოლიგარქი სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრდება />


  11:06:10     20-05-2020

ივანიშვილის ახირების გამო, ბიუჯეტი 1,880,000 ლარს იხდის - რა ხდება აბასთუმანში, სადაც ოლიგარქი სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრდება

ორი დღის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით, ივანიშვილის ახირების გამო, აბასთუმანში, პოლიციის ადმინისტრაციული შენობა გადააქვთ, რაც ბიუჯეტს 1,880,000 ლარი უჯდება

კერძოდ, 2020 წლის 18 მაისს, შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს, თეა მელაძესა და შპს სამშენებლო კომპანია ნომერ 1-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 

დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანია ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმანში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 61.12.21.502) შსს-ს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

ხელშეკრულების ღირებულება 1,880,000 ლარია, რომელიც ხელისუფლებამ, კომპანიას 2020-2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადოს.

[I=2]ცხადია, აუცილებლობის შემთხვევაში, თუნდაც ამ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, პოლიციის ახალ შენობაში თითქმის 2 მილიონამდე ლარის გადახდა სულაც არ იქნებოდა ცინიკური, რომ არა ერთი გარემოება.

აბასთუმნის ის ტერიტორია, სადაც ამჟამად პოლიციის შენობა მდებარეობს, ივანიშვილის ინტერესების სფეროში მოექცა, რის გამოც, ქართულმა ოცნებამ ოლიგარქის ახირების შესრულება დაიწყო, რაც სიღარიბით სავსე ქვეყნის ბიუჯეტს, 1,880,000 ლარი უჯდება.

დაბა აბასთუმანში, შენობა, რომელშიც ამჟამად პოლიცია მდებარეობს, ახალი გარემონტებულია. 

თუმცა, იმის გამო რომ ივანიშვილს სხვა გეგმები აქვს, შსს-მ პოლიციის ახალი შენობის აშენება გადაწყვიტა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიას, რომელიც აბასთუმანში პოლიციის ახალ შენობას აშენებს, სამი მფლობელი ჰყავს: 

სიმონ ბოლქვაძე - 20 პროცენტი. 

კობა ნაჭყებია - 10 პროცენტი.

დავით ჭოლაძე - 70 პროცენტი.

0

ავტორი: