13:06:13     11-05-2020
რუსეთში, ხანდაზმულთა სახლში გაჩენილმა ხანძარმა ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა რუსეთში - ხანდაზმულთა სახლში გაჩენილმა ხანძარმა ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაწესებულებაში სულ 29 პირი იმყოფებოდა. გარდაცვლილების გარდა არიან მძიმედ დაშავებულები. მათგან ექვსი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სამის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია.
ხანდაზმულთა სახლის მაცხოვრებლები ამ დროისთვის დროებით თავშესაფარში არიან მოთავსებულნი.
0