ნიუ-იორკის გუბერნატორი: ნეტა, განგაშის ზარი მაშინვე ამეტეხა, როცა პირველად გავიგეთ რომ ჩინეთში ვირუსი იყო ნიუ-იორკის გუბერნატორი: ნეტა, განგაშის ზარი მაშინვე ამეტეხა, როცა პირველად გავიგეთ რომ ჩინეთში ვირუსი იყო />


  18:55:56     28-04-2020

ნიუ-იორკის გუბერნატორი: ნეტა, განგაშის ზარი მაშინვე ამეტეხა, როცა პირველად გავიგეთ რომ ჩინეთში ვირუსი იყო

ნეტა, განგაშის ზარი ადრე ამეტეხა, - ამის შესახებ ნიუ - იორკის გუბერნატორმა კორონავირუსთან დაკავშირებით ამერიკულ მედიასთან განაცხადა.

"როცა გავიგეთ, რომ ჩინეთში ვირუსი იყო და ჩინეთმა თავდაპირველად თქვა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, უნდა გვენერვიულა. ნეტა ვინმეს მაშინ განგაშის ზარი აეტეხა და თუ ასეთი არავინ იყო, ნეტავ ეს მე ვყოფილიყავი დეკემბერში ან იანვარში... ახლა თავს უკეთესად ვიგრძნობდი და ვიტყოდი, მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია“,-განაცხადა ენდრიუ ქუომომ.

ნიუ-იორკში, ბოლო მონაცემებით, კორონავიურსის 290 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 23 000-ს უახლოვდება.

0

ავტორი: