სომხეთი ვეღარ შეძლებს უმკურნალოს კორონავირუსით ყველა ინფიცირებულს სომხეთი ვეღარ შეძლებს უმკურნალოს კორონავირუსით ყველა ინფიცირებულს />


  13:07:46     28-04-2020

სომხეთი ვეღარ შეძლებს უმკურნალოს კორონავირუსით ყველა ინფიცირებულს

ქვეყნამ, შესაძლოა, მალე ვეღარ შეძლოს უმკურნალოს ინფიცირებულებს, რომლებსაც დაავადების სუსტი სიმპტომები ექნებათ - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა.

"ნამდვილად არ მსურს ეს დღე დადგეს, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ ვეღარ შევძლებთ მივსდიოთ ყველა ცალკეულ შემთხვევას" - უთხრა არსენ ტოროსიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს 26 აპრილს. ამ მომენტიდან ქვეყანაში მხოლოდ სერიოზულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ვუმკურნალებთო, აცხადებს მინისტრი და დასძენს - "არ ვიცით, ეს დღე როდის მოვა".

სომხეთის მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა მოქალაქეების გადაადგილებაზე და მარტის ბოლოს ბიზნესების უმეტესობის დახურვის ბრძანება გასცა, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად შემცირდა ინფექციის გავრცელების სიხშირე. ამის გამო მომდინარე თვეში ხელისუფლებამ დაიწყო ეკონომიკის გარკვეული სექტორების გახსნა და ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.

გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტრომ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ განაცხადა.დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,808-ია. დაღუპულია 29 ადამიანი.

0

ავტორი: