ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში სასწავლო პროცესი აღდგა ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში სასწავლო პროცესი აღდგა />


  16:16:22     27-04-2020

ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში სასწავლო პროცესი აღდგა

ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში სასწავლო პროცესი აღდგა.

იანვრის შემდეგ, პეკინსა და შანხაიში მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი რეგულაციების თანხლებით განაგრძობენ. როგორც სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, არსებული რეგულაციები და ეპიდსიტუაციის შემდგომი პერიოდი არ აშინებთ, სკოლების ადმინისტრაცია კი, მზად არის უზრუნველყოს სოციალური დისტანცია.

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამი ახალი შემთხვევიდან, ორი იმპორტირებულია. ასევე, გამოვლინდა 24 ასიმპტომური შემთხვევა. ამ დროისთვის, ჩინეთში 974 უსიმპტომო პაციენტს აკვირდებიან. 

0

ავტორი: