20:05:16     22-04-2020
ივანიშვილის ოჯახური კლანის მსხვილი კორუფციული სქემა - რატომ არ აძლევენ გლეხებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობას
მაშინ, როდესაც გლეხების დიდი ნაწილი საკუთარი მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებს, რამაც მარნეულში სახალხო მღელვარებაც კი გამოიწვია, ივანიშვილის კლანი, ხალხის შევიწროვების ხარჯზე და მსხვილი კორუფციული სქემებით მდიდრდება.
კერძოდ: მთავრობის დადგენილების თანახმად, 2020 წლის 7 აპრილს, აგრარული ბაზრები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით დაიკეტა.
ამასთან, გახარიას გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ, აგრარული ვაჭრობისთვის, საბითუმო-სავაჭრო ცენტრ შპს „ჯიბეს“ ბაზაზე, სპეციალური პლატფორმა შეიმუშავა, რომელიც სამ ადგილზე განთავსდა.
[I=2]სქემა ასეთია: საქართველოს რეგიონებიდან, შპს "ჯიბე" აგრარული პროდუქტების დედაქალაქში დასაწყობებას უზრუნველყოფს, ხოლო შემდეგ, საბითუმო შესყიდვებით ხდება პროდუქტების გადანაწილება, საცალო გაყიდვების ქსელებში, სუპერმარკეტებსა თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში.
შპს "ჯიბეს" ბაზაზე, 3,000 ტონამდე აგრო-სასურსათო პროდუქცია სამ მისამართზე საწყობდება:
სასაწყობე ფართები განლაგებულია ერისთავის, შეშელიძისა და ახვლედიანის (ორხევში) ქუჩებზე.
მარტივად რომ ვთქვათ: მთავრობის კორუფციული გადაწყვეტილებით, შპს "ჯიბეს", მარკეტების, სუპერმარკეტების, საცალო გაყიდვების ქსელებისა და აგრარული სივრცეების სოფლის მეურნეობის პროდუქციით შესყიდვა-მომარაგება ექსკლუზიურად დაევალა, რაც ბაზრების დაკეტვისა და ასეთი შეზღუდვების ფონზე, უზარმაზარი შემოსავლებია.
ვინ დგას შპს "ჯიბეს" საკონტროლო პაკეტის უკან?
[I=4]საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამჟამად, შპს "ჯიბე-ს (რომლის წილებიც ბოლო წლებში ბევრჯერ გადაიყიდა), 20 პროცენტი სააქციო საზოგადოება "პონტო ჰოლდინგის" საკუთრებაა, საკონტროლო პაკეტი ანუ 80 პროცენტი კი, სს "ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯიას" ეკუთვნის.
დამოუკიდებელი წყაროების მიერ ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ სს ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯიას უკან დგას ივანიშვილის ოჯახი, კერძოდ კი, არაფორმალური მმართველის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, შპს "ჯიბეს" 20 პროცენტის მფლობელის - "პონტო ჰოლდინგის" მმართველო ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, დირექტორი გიორგი ბერიანიძე.
ხოლო შპს "ჯიბეს" 80 პროცენტის მფლობელს - "ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯიას", ფორმალურად ინდოეთის მოქალაქე, რაჯეშ ვასუდევან ნამბიანი წარმოადგენს, რეალურად კი - ოლიგარქ ივანიშვილის ოჯახური კლანი.
[I=3]საინტერესო დეტალი: საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, შპს "ჯიბეს" დირექტორი ანა გახარია იყო, თუმცა, 2020 წლის მარტიდან, ანა გახარია ლევან დავითაძემ ჩაანაცვლა.
კორუფციული და მონოპოლიური სქემა, რომელიც ივანიშვილის ოჯახური კლანის გამდიდრებას ისახავს მიზნად, მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს მოქალაქეებს.
მაგალითად: მაშინ, როდესაც ივანიშვილის ოჯახი მსგავსი სქემებითა და მონოპოლიებით ცდილობს მილიონების შოვნას, მარნეულში, გარდაბანსა და ლაგოდეხში ხალხი მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებს, რამაც უკვე გამოიწვია საპროტესტო აქციები.
0