18:41:38     14-04-2020
ფსიქოლოგების პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, განქორწინებების რიცხვი მოიმატებს
კორონავირუსისს პანდემიის პერიოდში, განქორწინებების რიცხვმა შესაძლოა მოიმატოს. ამის შესახებ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიოფსიქოლოგმა პეტერ ვალშბურგერმა განაცხადა.
ფსიქოლოგის თქმით, მთელი საზოგადოება წნეხის ქვეშ იმყოფება, რადგან იძულებული არიან სახლებში ისხდნენ, ოჯახური წყვილები კი განსაკუთრებულ სტრესს განიცდიან.
"ბევრ წყვილს, რომელიც აქამდე არ იყვნენ კონფლიქტურ ურთიერთობებში, შესაძლოა, გაუჭირდეთ ამ მდგომარეობაში ერთად ყოფნა და დაშორდნენ," - აცხადებს ვალშბურგერი. თუმცა, ფსიქოლოგი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ზოგი შემთხვევაში, სიტუაციამ პარტნიორები პირიქით, მეტად შეაკავშიროს.
იქამდე, ჩინურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთის მთელ რიგ პროვინციებში განქორწინებების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
0