კორონავირუსის პრევენციისთვის ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარიც დაიხურება კორონავირუსის პრევენციისთვის ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარიც დაიხურება />


  16:05:18     05-03-2020

კორონავირუსის პრევენციისთვის ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარიც დაიხურება

კორონავირუსის პრევენციისთვის ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარიც დაიხურება - აღნიშნულ ინფორმაციას "ალჯაზირა" ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, პალესტინის მთავრობამ მისი დაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტაძართან ახლოს ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის ოთხი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე ტურისტი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ უკვე გაუკეთდათ ანალიზები და პასუხები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ტურისტები ამერიკიდან და პოლონეთიდან არიან ჩასულები.

0

ავტორი: