21:39:11     03-03-2020
იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა
შემთხვევა მოხდა იტალიის ქალაქ კომოში - ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გაიქცა.
მამაკაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ აღმოუჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის თავს კარგად გრძნობდა. ჩაალაგა ბარგი და ტაქსით გაიქცა.
მომხდარის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციას შეატყობინა. პოლიციელებმა მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. კაცმა განაცხადა, რომ რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა.
პაციენტს მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად. ტაქსის მძღოლი ამჟამად თვითიზოლაციაშია.
0