გერმანიაში კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდასტურდა გერმანიაში კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდასტურდა />


  22:37:11     29-02-2020

გერმანიაში კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდასტურდა

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ბავშვებს შორის კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დადასტურდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით,  ოთხივე ბავშვი იმ საბავშვო ბაღიდან არიან, რომლის ერთ-ერთი აღმზრდელი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადდა.

ამ დროისათვის, ბავშვებს სურდოს მსუბუქი სიმპტომები აქვთ. საერთო ჯამში საბავშვო ბაღში 114 ბავშვია აღრიცხული. დანარჩენ ბავშვებს ანალიზები აუღეს.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 69 ადამიანია ინფიცირებული.

0

ავტორი: